ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს , გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო. POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს , გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო. POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდ…

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდაჭერას უცხადებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია FairSquare-ის მიერ შეტანილ საჩივარს და მოუწოდებენ ფიფას ეთიკის კომიტეტს, შეისწავლოს „გადაწყვეტილებები ფიფას ყოველწლიური მშვიდობის პრემიის დაწესებასა და შემდეგ ამ პრემიის პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაცემასთან დაკავშირებით“.

„მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა წერილის ავტორმა, ევროპარლამენტარმა ბარი ენდრიუსმა. - „როდესაც ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო ერთ პრეზიდენტს მეორეზე წინ აყენებს, ეს ფიფასა და მთლიანად ტურნირის რეპუტაციას ლახავს“.

„როდესაც ამ ზაფხულს მთელი მსოფლიოს ყურადღება ფიფასკენაა მიპყრობილი, ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს FairSquare-ის ეთიკური საჩივარი“, - ნათქვამია წერილში. - „ეს საჩივარი ფიფას აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცოს თავისი ერთგულება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი“.

ტრამპს ჯილდო ინფანტინომ 2025 წლის 5 დეკემბერს გადასცა. FairSquare-ის პირველადი საჩივარი სამი დღის შემდეგ შევიდა. საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელმა პრიზის დაწესებამდე ფიფას საბჭო არ გააფრთხილა, კრიტიკოსებმა კი ეს ჯილდო აღიქვეს როგორც ფიფას უფროსის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოების აშკარა მცდელობა.

ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ინფანტინოს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არღვევს ფედერაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ „ფიფა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს