ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ზელენსკი: რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს სამართლიანად ვუპასუხებთ ყველა ამ დარტყმის გამო

ზელენსკი: რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს სამართლიანად ვუპასუხებთ ყველა ამ დარტყმის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა , რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა , რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპა…

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ზაპოროჟიეში რუსი სამხედროები მიზანმიმართულად ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებსა და ტრანსპორტს, რისთვისაც FPV-დრონებსა და სხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ. ზელენსკიმ დნეპრში სამოქალაქო საწარმოზე მიტანილი დარტყმა უპრეცედენტო სისასტიკედ და აბსოლუტურად უაზრო ქმედებად შეაფასა.

„რუსეთი აგრძელებს თავის ნამდვილად ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს სამართლიანად ვუპასუხებთ ყველა ამ დარტყმის გამო. ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში დაზარალდეს რუსეთის სახელმწიფო სისტემა და მისი შესაძლებლობა, გააჭიანუროს ეს ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტი ომისა და უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების ერთ-ერთი შედეგია: „ჩვენ ომის რეალობას რუსეთში ვაბრუნებთ და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს