ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ერდოღანი: ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში. გავაგრძელებთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევაში აქტიურ წვლილის შეტანას

ერდოღანი: ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში. გავაგრძელებთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევაში აქტიურ წვლილის შეტანას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk -ის ინფორმაციით , თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk -ის ინფორმაციით , თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშ…

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშვიდობო ძალისხმევისკენ მოუწოდა.

ერდოღანის განცხადებით, ომის დარეგულირება მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა.

„როგორც მოკავშირე, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან მოლაპარაკება, წამოიწყოს ისეთი პროცესები, რომლებიც შედეგს გამოიღებს და, სამართლიანი პოზიციის წყალობით, მოიპოვა ორივე მხარის ნდობა, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევაში აქტიურ წვლილის შეტანას“, - განაცხადა ერდოღანმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს