ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ზარქუა: პეტერ ფიშერმა დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა, მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს

ირაკლი ზარქუა: პეტერ ფიშერმა დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა, მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისი…

პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ის იმ წითელ ხაზებს მიღმა აღმოჩნდა, სადაც დიპლომატები არ გადადიან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პეტერ ფიშერის ქმედებები იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, არაერთხელ იყო დაბარებული და არაერთი შენიშვნა მისცეს.

„მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ? არაფერი. Liebe Peter, aufwiedersehen. მეტი რა უნდა ვთქვათ? კარგად იყოს. რაც შეეხება ახალ ელჩს, ჩვენ ვისურვებდით, ვინც საქართველოში ჩამოვა, ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა გაითვალისწინოს. მეტს არაფერს ვთხოვდით. პეტერ ფიშერს რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები, კარგი იქნებოდა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა და აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, ოპოზიციური სასამართლო პროცესზე იჯდეს, გერმანიაში, რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი. რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და საერთაშორიო თანამეგობრობას? აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს, ყველა. პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩად უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს