ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა, ვინც მზად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა, ვინც მზად…

მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მოიწვია ყველა, ვინც მზად იყო საღი დისკუსიის ნაწილი ყოფილიყო, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციაზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ღონისძიებების მიმართ დიდი ინტერესი იყო, რაც ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დებატებში ჩართვის კარგი საფუძველია.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას, იმისთვის რომ როცა მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველო იყოს იმ წერტილზე, როდესაც უკვე შეეძლებათ ქვეყნის განვითარებაში ახალი ეტაპის დაწყება და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს