ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიუხედავად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიუხედავად…

ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავრობა თავდაპირველად დაახლოებით 500 000 განაცხადს ელოდა, შუა ივნისისთვის უკვე 900 000-ზე მეტი განაცხადი იყო შეტანილი. როგორც POLITICO იუწყება, პროგრამის მიხედვით, ბინადრობის განახლების უფლება ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სულ მცირე ხუთი თვე ცხოვრობენ და ნასამართლობა არ აქვთ.

ლეგალიზაციის პროცესი 2024 წლის მოქალაქეთა ინიციატივას უკავშირდება, რომელსაც 700 000-ზე მეტი ესპანელი, ასობით ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ბიზნესჯგუფი და კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ სამეფო დეკრეტი დაამტკიცა, რომელიც მსურველებს სამ თვეზე ცოტა მეტი დრო მისცა განაცხადების შესატანად, წერს გამოცემა.

ხელისუფლების ცნობით, 900 000-ზე მეტი განმცხადებლიდან დაახლოებით 360 000 უკვე მიიღო დროებითი სამუშაო და ბინადრობის ნებართვები.

როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, აღნიშნული ნაბიჯი არის იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკაში. ლეგალიზაციის ახალ პროგრამას მკაცრად აკრიტიკებენ მემარჯვენე ცენტრისტული „ხალხის პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“. გასულ თვეს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა დეკრეტის დროებით შეჩერებაზე.

როგორც POLITICO წერს, ესპანეთის მასობრივი ლეგალიზაციის პროგრამა ევროკავშირის მიმდინარე მიგრაციულ პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიგრაციის სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა აამოქმედა, რაც ითვალისწინებს სწრაფ დეპორტაციებს, უფრო მკაცრ სასაზღვრო პროცედურებს და ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ შექმნას ევროკავშირის გარეთ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები, ამ ცენტრების სწრაფად შექმნას აქტიურად ითხოვენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს