ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

საფრანგეთში დაამტკიცეს კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომლითაც მსხვილი ონლაინსავაჭრო პლატფორმები, მათ შორის Shein და Temu შეიზღუდება

საფრანგეთში დაამტკიცეს კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომლითაც მსხვილი ონლაინსავაჭრო პლატფორმები, მათ შორის Shein და Temu შეიზღუდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც მსხვილ ონლაინსავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის Shein-სა და Temu-ს, ზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს . როგორც მედია წერს, კანონპრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც მსხვილ ონლაინსავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის Shein-სა და Temu-ს, ზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს . როგორც მედია წერს, კანონპრო…

საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც მსხვილ ონლაინსავაჭრო პლატფორმებს, მათ შორის Shein-სა და Temu-ს, ზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კანონპროექტი პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებს შორის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დებატებისა და განხილვების შემდეგ მიიღეს.

„როიტერი“ ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში კანონმდებლები ცდილობდნენ, ტექსტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. კანონპროექტის თანახმად, „ულტრასწრაფი მოდის“ (ultra-fast-fashion) სექტორში მომუშავე კომპანიებს წელს სავარაუდოდ 0.25-დან 6 ევრომდე გადასახადი დაეკისრებათ თითოეულ ნივთზე, ხოლო 2030 წლისთვის თანხა 10 ევრომდე გაიზრდება. კანონპროექტი ასევე კრძალავს „ულტრასწრაფი მოდის“ სექტორში მომუშავე კომპანიების რეკლამირებას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ინფლუენსერების მიერ.

„დღეს სასწორზე მხოლოდ ტანსაცმელი კი არა, ის სოციალური მოდელია, რომლის დაცვაც გვსურს. ამ კანონპროექტით მიზანში ამოღებული ინდუსტრია ჩვენს ბაზრებს ერთჯერადი მოდით ავსებს, ტანსაცმლით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიყენებთ და შემდეგ ვყრით“, – განაცხადა საფრანგეთის მცირე ბიზნესის მინისტრმა, სერჟ პაპენმა.

კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმოწერაა საჭირო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს