ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა , რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იყო რუსეთის თანამგზავრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა , რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იყო რუსეთის თანამგზავრ…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს იყო რუსეთის თანამგზავრული კავშირის განსაკუთრებული ობიექტი, რომელსაც რუსები უკრაინაში სადაზვერვო საქმიანობისა და იქ განლაგებული სამხედროების კოორდინაციისთვის იყენებდნენ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან „დუბნამდე“ 500 კილომეტრზე მეტია. მისი თქმით, ეს უკვე მეოთხე ასეთი ცენტრია, რომელიც უკრაინულმა დრონებმა რუსეთში დაბომბეს.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ჩვენს გეგმას შორი მანძილზე მოქმედ სანქციებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ვურთულებთ აგრესორ სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობლური ოპერაციების წარმოებას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას“, - დაწერა ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს