ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მა…

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორ კონსერვატიულ შტატში მიღებული კანონები, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა სპორტში ასპარეზობას უკრძალავს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გზას გაუკვალავს მსგავს აკრძალვებს აშშ-ის მასშტაბით და დონალდ ტრამპს „კულტურულ ომში“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოუტანს.

სასამართლომ ხმათა უმრავლესობით გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ იყო მიღებული, რომლებმაც უჩივლეს შესაბამის შტატებს ვესტ ვირჯინიასა და აიდაჰოში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის გამო.

სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა აიდაჰოს კოლეჯის სტუდენტის, ლინდსი ჰეკოკსისა და ვესტ ვირჯინიის 15 წლის სკოლის მოსწავლის, ბეკი პეპერ-ჯექსონის საქმეებს.

სასამართლომ - რომელშიც 6-3 თანაფარდობით კონსერვატორთა უმრავლესობაა - დაადგინა, რომ ტრანსგენდერებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა არ არღვევს სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას განათლების სფეროში.

სამი ლიბერალი მოსამართლე გადაწყვეტილების ზოგიერთ ნაწილს არ დაეთანხმა, თუმცა სხვა ნაწილებში მხარი დაუჭირა უმრავლესობის პოზიციას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს