ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

უკრაინული მედია: ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინული მედია: ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეო…

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზალუჟნი კირ სტარმერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში გამოიძახეს.

კიევში ზალუჟნიმ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა. უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ზელენსკიმ ჯერ ბრიტანეთში მიმდინარე ამბები განიხილეს. ხოლო ამის შედეგ უკრაინის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ვითარება ფრონტზე პოზიტიურისკენ იცვლება, საზოგადოება კონსოლიდირებულია და არჩევნების ჩასატარებლად „ფანჯარა გამოჩნდა“.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკიმ დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ უკრაინული საზოგადოება არ გაიხლიჩოს. ზელენსკიმ ზალუჟნის პირდაპირ ჰკითხა: „თუ არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება, თქვენ კენჭს იყრით?“, რაზეც ზალუჟნიმ დადებითი პასუხი გასცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს