ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ჯეი დი ვენსი: ვატიკანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

ჯეი დი ვენსი: ვატიკანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა , რომ არ ეთანხმება ვატიკანის პოზიციას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვენსმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომის პაპის განცხადებები დონალდ ტრამპის საიმიგრაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა , რომ არ ეთანხმება ვატიკანის პოზიციას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვენსმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომის პაპის განცხადებები დონალდ ტრამპის საიმიგრაც…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ვატიკანის პოზიციას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ვენსმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომის პაპის განცხადებები დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მისთვის შემაშფოთებელია.

„ვფიქრობ, რომ ზოგიერთი რამ, რაც ვატიკანიდან მიგრაციის საკითხზე გაჟღერდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მე ამას არ ვეთანხმები“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსის თქმით, „კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას არ ეთანხმებიან, ამ საკითხზე დისკუსიისთვის იწვევს“.

„ამის გამო მათ მიმართ მტრულად განწყობილი არ ვარ. მე მათ საუბარს ვთავაზობ, თუმცა ასევე ვურჩევ, გაითვალისწინონ, რომ მასობრივ მიგრაციას მსხვერპლიც ჰყავს”, – აღნიშნა ვენსმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა რამდენჯერმე გააკრიტიკა. რომის პაპმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიგრანტების მიმართ მოპყრობას „არაადამიანური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრანტების მიმართ „უკიდურესად უპატივცემულო“ დამოკიდებულებას ავლენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს