ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

სომხეთში მობილური ტელეფონების IMEI ნომრების რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქმნიან. ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პირად ინფორმაციასაც შეაგროვებს

სომხეთში მობილური ტელეფონების IMEI ნომრების რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქმნიან. ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პირად ინფორმაციასაც შეაგროვებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს . ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა და ახალი რეგულაციის ამოქმედება 2027 წლის 1 იანვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს . ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა და ახალი რეგულაციის ამოქმედება 2027 წლის 1 იანვ…

სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა და ახალი რეგულაციის ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მონაცემთა ახალი ბაზის შექმნის მიზანია, მობილური ტელეფონების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა, კანონიერი იმპორტიორებისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების შექმნა, მომხმარებლების დაცვა.

ამასთან, ზოგი ექსპერტი შიშობს, რომ ტელეფონების მონაცემების გარდა ერთიან ცენტრში სომხეთის მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციაც შეინახება, რაც ხელისუფლებას ადამიანების კონტროლს გაუადვილებს.

სომხეთის მთავრობაში აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ერთიან ცენტრში მხოლოდ ტელეფონის 15-ნიშნა IMEI კოდი შეინახება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს