ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს. „რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს. „რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზ…

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

„რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა კსტოვოში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, რუსეთი) მდებარე „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.

„ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია.

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ უკრაინის მიერ განხორციელებულმა დრონების კამპანიამ საწვავის დეფიციტი და რუსეთში მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია. საწვავის დეფიციტი აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს