ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მსოფლიო ოკეანე ივნისში რეკორდულად გაცხელდა

მსოფლიო ოკეანე ივნისში რეკორდულად გაცხელდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით , გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით , გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გ…

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით, გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გრადუსს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში სხვა მაქსიმალური მაჩვენებლებიც გაიზრდება.

ოკეანეები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს. CMS-ის შეფასებით, ტემპერატურის მკვეთრი მატების მიზეზი გლობალური დათბობისა და ელ-ნინიოს ურთიერთქმედებაა. ელ-ნინიო კლიმატური მოვლენაა, რომელიც ორიდან შვიდ წლამდე პერიოდულობით მეორდება და წყნარი ოკეანის გარკვეულ ნაწილში წყლის ტემპერატურის მერყეობით გამოიხატება.

ოკეანეებს გლობალური კლიმატის რეგულირებაში საკვანძო როლი აკისრიათ. ისინი კაცობრიობის მიერ CO₂-ის გამონაბოლქვით გამოწვეული ჭარბი სითბოს უდიდეს ნაწილს შთანთქავენ. ოკეანის ტემპერატურის მატებას შესაძლოა პლანეტისთვის სავალალო შედეგები ჰქონდეს: ის აძლიერებს შტორმებსა და ნალექს, იწვევს მარჯნების გაუფერულებასა და კვდომას და ზრდის ზღვის დონეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს