ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

კაია კალასი კიევის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა . კალასი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები, მხოლოდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა . კალასი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები, მხოლოდ…

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კალასი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმები, მხოლოდ დაგმობით არ შეწყდება. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, იერიშების საპასუხოდ იგი დღეს ახალ სანქციებს წარადგენს იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს.

კალასი განმარტავს, რომ რაც მეტ თავდასხმას მოაწყობს მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეებზე, მით მეტი სანქცია დაუწესდება.

„კიევზე თავდასხმებს მხოლოდ სიტყვიერი დაგმობა ვერ შეაჩერებს. ამისთვის საჭიროა უკრაინის მიმართ მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა და მოსკოვზე გაზრდილი ზეწოლა. ამ კვირაში ევროკავშირმა დაიწყო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან 6 მილიარდი ევროს გამოყოფა, რომელიც კიევის თავდაცვით შესაძლებლობებს აძლიერებს. დღეს მე ვაპირებ წინადადების წარდგენას სანქციების გაფართოების შესახებ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს უჭერენ მხარს. რაც უფრო მეტად ესხმის თავს მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო მეტი სანქცია უნდა დაწესდეს. ჩვენ გავზრდით ფასს მანამ, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს“, - დაწერა კალასმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს