ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე: წინა რაუნდების მსგავსად, როგორც კი საკითხი დევნილთა გამოვლენას შეეხო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე: წინა რაუნდების მსგავსად, როგორც კი საკითხი დევნილთა გამოვლენას შეეხო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა მაისში, რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო. აქცენტი გაკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა მაისში, რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო. აქცენტი გაკ…

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა მაისში, რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო.

აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში უსაფრთხო დაბრუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ნოემბერში გაიმართება.

მიმდინარე პროცესის შესახებ ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა დარსალიამ, აღნიშნული მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთულად შეაფასა.

"წინა რაუნდების მსგავსად, როგორც კი საკითხი დევნილთა გამოვლენას შეეხო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა.

საკმაოდ რთული ფონი იყო, მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, მთელი რიგი განვითარებები გვქონდა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში იყო ე.წ. ხელშეკრულებები, მათი ნაჩქარევი იმპლემენტაცია, რუსეთის მოქალაქეების დანიშვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დაძაბული უსაფრთხოების გარემო, რთული ჰუმანიტარული ვითარება - ყველა ეს საკითხი იყო მოლაპარაკებათა პროცესის ნაწილი.

არსებული პრაქტიკის შესაბამისად, დეტალებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ცალსახად რაც შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს