ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეყრდნობა, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს. ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეყრდნობა, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს. ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეყრდნობა, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს.

ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და თურქეთის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერია: „ევროპარლამენტს საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი ჰქონდა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე“.

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი აქვს შესრულებული, რეიტინგებში მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა ევროკავშირი აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

„აქ სიახლე არაფერია. უსამართლო დამოკიდებულებას მიჩვეული ვართ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს სერიოზულობას აღარ წარმოადგენს, ყველასთვის სასაცილოა, როდესაც ყველა რეიტინგით მოწინავე ქვეყანა ვართ და ამას არ ითვალისწინებენ. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ვურჩევდი, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის პრობლემებზე ისაუბრონ. გაფართოების ერთ-ერთ ბოლო ანგრიშში, რომელიც თითო ქვეყანაზე ექვსი მუხლით შედგებოდა, რატომღაც უკრაინაზე და მოლდოვაზე აკლდა ორი მუხლი – ადამიანის უფლებებთან და კორუფციასთან დაკავშირებული. აქ ყველაფერი ნათელია. არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია ფიზიკურად დარჩენილი აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს და, ფაქტობრივად, მხოლოდ ის ტელეარხები არიან დარჩენილი, რომლებიც მმართველი პარტიების პროპაგანდას ეწევიან. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა – ყველაზე უფრო ავტორიტეტული, დასავლური ორგანიზაციების კვლევებიც კი ამაზე მეტყველებს – რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ. ეს ყველაფერი სასაცილოა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი განცხადებები ქალბატონი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს ეყრდნობა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ქალბატონი რასა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და საბჭოური მენტალიტეტის ქალბატონია, რომელმაც ჩვენს მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს ინფექცია უწოდა. ის არის უზრდელი, თავხედი ქალბატონი და მის ანგარიშზე დაყრდნობილ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს