ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლა…

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები.

ბაღაის თქმით, ხამენეის გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის ცერემონია „ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა“ არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ რეგიონის მოსახლეობის, მუსლიმებისა და „მსოფლიოს თავისუფალი ერებისთვისაც“.

გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები 9 ივლისამდე გაგრძელდება. ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

ისმაილ ბაღაის განცხადებით, დაკრძალვის ცერემონია 3 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყება. ცერემონია დაგეგმილია ასევე 4-5 ივლისს თეირანში, იმამ ხომენეის მეჩეთში. დაკრძალვის პროცესია დედაქალაქში 6 ივლისს გაიმართება. 7 ივლისს პროცესია დაგეგმილია წმინდა ქალაქ ყუმში, ხოლო ბოლო პროცესია კი 9 ივლისს, წმინდა ქალაქ მაშჰადში.

ესმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს