ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ჭეიშვილი – მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან, მიხეილ ყაველაშვილი რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი გადაწყვეტილებაა

ირაკლი ჭეიშვილი – მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან, მიხეილ ყაველაშვილი რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი გადაწყვეტილებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, მიზანმიმართულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, მიზანმიმართულ…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მიზანმიმართულად ხდება საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია.

„ირანში სამძიმარზე ჩასული არიან – სომხეთის, აზერბაიჯანის, ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სამეზობლო კონტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. მიზანმიმართულია, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან. ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის ლიდერები არიან ჩასულები, პირდაპირ ამერიკის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იერიშია მხოლოდ საქართველოსა და ყაველაშვილზე. ეს არის მიზანმიმართული. დაკვეთას ასრულებენ, როგორც შიდა, ისე გარე მტრები. ამას მეტი ახსნა-განმარტება არ აქვს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს