ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა . აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა ომის დასულებისა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტმა ნაყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა . აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა ომის დასულებისა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტმა ნაყ…

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა ომის დასულებისა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტმა ნაყოფიერი უწოდა.

„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, დონალდ ტრამპი ასევე ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა გავლენა ჰქონდეს კიევსა და ევროპელ პარტნიორებზე. ასევე, დაგეგმილია, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან რუსეთს. ​ამასთან, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტს მასთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს