ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

დონალდ ტუსკი – პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას

დონალდ ტუსკი – პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას. „მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას. „მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წა…

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

„მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება“, – აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების მსვლელობისას პოლონეთი არ შეცვლის თავის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვარშავა არ აპირებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

„დელეგაციას მივმართავ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადებისას. არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს