ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს

POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების მიმართ, რომელიც ლიეტუვაში ბირთვულ იარაღსა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების მიმართ, რომელიც ლიეტუვაში ბირთვულ იარაღსა და…

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების მიმართ, რომელიც ლიეტუვაში ბირთვულ იარაღსა და უცხოურ სამხედრო ბაზებს კრძალავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც ნაუსედამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია კონსტიტუციის 137-ე მუხლზე, რომელიც, მისი შეფასებით, უკვე მოძველებულია და არა მხოლოდ ცვლილებას, არამედ სრულ გაუქმებას საჭიროებს.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ კანონმდებლები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაიწყებენ.

ვილნიუსი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ მყარ მოკავშირედ ითვლება, ბოლო პერიოდში განიხილავდა აშშ-ის ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებასაც, როგორც რუსეთის შეკავების დამატებით მექანიზმს.

ნაუსედას განცხადებით, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ლიეტუვა არ უნდა დარჩეს ალიანსში ე.წ. „რუხ ზონაში“, სადაც ბირთვული იარაღის აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია. მისივე თქმით, ფინეთმა მსგავსი აკრძალვა გასულ თვეს გააუქმა.

ლიეტუვის პარლამენტის სპიკერის იოზას ოლეკასის თქმით, ქვეყნისთვის ბირთვული შეკავება უსაფრთხოების მთავარი საფუძველია.

„დღეს, 35 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. როგორც ნატოს წევრებს, გვაქვს უფლება, ვალდებულება და სურვილი ვიყოთ ალიანსის სრულფასოვანი წევრები. შეკავების მთავარი საშუალება ბირთვული შეკავებაა“, – განაცხადა ოლეკასმა.

მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში ბირთვული იარაღის განთავსების საკითხს განიხილავდა. ამჟამად ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს