ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლ ფაშინიანი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა

ნიკოლ ფაშინიანი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. რუსული მედიის თანახმად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ქალაქ ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომის“ პლენარულ სესია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. რუსული მედიის თანახმად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ქალაქ ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომის“ პლენარულ სესია…

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. რუსული მედიის თანახმად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ქალაქ ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში – „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“. სესია 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

რუსეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ.

პირველ ივლისს მიშუსტინმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ამბობენ, საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობებსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე ისაუბრა. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი არ უგულებელყოფს თავისი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს