ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს. მისივე თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს. მისივე თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მე…

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს.

მისივე თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობა განიხილეს.

უშაკოვის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება იყო.

„პრეზიდენტებმა, ბუნებრივია, უკრაინის დარეგულირების საკითხიც განიხილეს, მათ შორის დონალდ ტრამპის 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის კონტექსტში“, – განაცხადა უშაკოვმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.

„ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტას და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძიებას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აუცილებელია რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის. უშაკოვის განცხადებით, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სფეროებში“, – განაცხადა უშაკოვმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კოლოსალური პერსპექტივები იკვეთება.

„ამისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აუცილებელია უკრაინული კონფლიქტის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

საუბრის ბოლოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტს შეინარჩუნებენ.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კავშირს შეინარჩუნებენ და უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ“, – განაცხადა უშაკოვმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ისტორიულ მემკვიდრეობაზეც ისაუბრეს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ მოკავშირეობას გაუსვეს ხაზი.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს იმ საერთო ისტორიული ფურცლების გაფრთხილების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ. განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი ხალხები არასოდეს დაივიწყებენ მეორე მსოფლიო ომის წლებში არსებულ მოკავშირეობას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს