ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 6

გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპე…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა და განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.

გეკა გელაძის თქმით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს