ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მედიის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის პუნქტი დაზიანდა, ერთი პირი დაიღუპა ქალაქ ქერჩში

მედიის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის პუნქტი დაზიანდა, ერთი პირი დაიღუპა ქალაქ ქერჩში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის მსხვილი პუნქტი დაზიანდა. ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის მსხვილი პუნქტი დაზიანდა. ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლ…

მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთში ვისოცკისა და უსტ-ლუგას პორტები, ასევე ნავთობის ექსპორტის მსხვილი პუნქტი დაზიანდა.

ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში გაითიშა ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონით თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაიღუპა ქერჩში.

კალუგის რეგიონის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშამის განცხადებით, ძერჟინსკის რაიონში სამრეწველო ობიექტზე დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამასთან, იაროსლავის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონის ნამსხვრევების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში დაახლოებით 70 დრონი ჩამოაგდეს.

ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით კი, რეგიონში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად 56 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„როიტერის“ ცნობით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა საწვავის დეფიციტი, ფასების მკვეთრი ზრდა და საწვავის შევსების სადგურებთან გრძელი რიგები გამოიწვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს