ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

აშშ-მა ესტონეთიდან სამხედროების უმეტესობა გაიყვანა – „ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი იღებს“

აშშ-მა ესტონეთიდან სამხედროების უმეტესობა გაიყვანა – „ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი იღებს“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-მა ესტონეთში განლაგებული სამხედროების უმეტესობა ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. როგორც მედია იუწყება, ეს ნაბიჯი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის ფონზე გადაიდგა. ესტონეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-მა ესტონეთში განლაგებული სამხედროების უმეტესობა ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. როგორც მედია იუწყება, ეს ნაბიჯი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის ფონზე გადაიდგა. ესტონეთ…

აშშ-მა ესტონეთში განლაგებული სამხედროების უმეტესობა ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

როგორც მედია იუწყება, ეს ნაბიჯი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის ფონზე გადაიდგა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, ზაფხულში ქვეყანაში ახალი ამერიკული კონტინგენტის ჩასვლაა დაგეგმილი, რომელიც წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა, მისი თქმით, დეტალები ჯერ უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილება პენტაგონის მიერ გადახედვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამერიკელი სამხედროები ესტონეთში, მათ შორის ქალაქ ტაპას სამხედრო ბაზაზე როტაციის პრინციპით იყვნენ განთავსებული. მათი რაოდენობა 500-700-ს შეადგენდა, თუმცა ამჟამად ქვეყანაში 100-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო დარჩა.

ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კალევ სტოიჩესკუს განცხადებით, აშშ-მა ესტონეთი და აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყნები გაურკვევლობაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რამდენ თანხას ხარჯავენ ისინი თავდაცვაზე.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ან თუნდაც ცალ ფეხზე ვიხტუნაოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თეთრი სახლი და აშშ-ის ადმინისტრაცია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს“, – განაცხადა სტოიჩესკუმ.

მისივე თქმით, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალები სადმე თუ უნდა დარჩეს, ეს სწორედ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უნდა მოხდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს