ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს

უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლე…

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლექს Patriot-ის საზენიტო რაკეტების მწვავე დეფიციტი გახდა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა მასირებული დარტყმისას 419 საჰაერო თავდასხმის საშუალება გამოიყენა - სხვადასხვა ტიპის 68 რაკეტა და 351 დრონი. მთავარი სამიზნე კიევი და კიევის ოლქი გახდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 31 ერთეული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის, ექვსი „კალიბრისა“ და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება. თუმცა, ამავდროულად, დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტების, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და დრონების ნაწილის მიზანში მოხვედრა.

იგნატმა აღნიშნა, რომ სწორედ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ნაკლებობა გახდა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ დაბალი ეფექტურობის მთავარი მიზეზი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რაკეტების ჩაჭრა უფრო რთულია, ხოლო რუსული მხარე, მისი თქმით, სულ უფრო ხშირად ფსონს სწორედ მათზე დებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეზღუდული მარაგებით სარგებლობს

დარტყმის წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასირებული თავდასხმის მაღალი ალბათობის შესახებ აფრთხილებდა და დასავლელ პარტნიორებს Patriot-ის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებდა. თავდასხმის შემდეგ ზელენსკიმ კვლავ მიმართა მოკავშირეებს და მოუწოდა მიიღონ „მტკიცე გადაწყვეტილებები“ ანკარაში ნატოს მოახლოებულ სამიტზე.

ბოლო მონაცემებით, კიევზე ღამის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. 7 ივლისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს