ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

სენეგალში, პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო დააპატიმრეს

სენეგალში, პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო დააპატიმრეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სენეგალში ორ ოპოზიციონერ პარლამენტარს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ დეპუტატებს მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს ემი ნდიაიესთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სენეგალში ორ ოპოზიციონერ პარლამენტარს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ დეპუტატებს მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს ემი ნდიაიესთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი…

სენეგალში ორ ოპოზიციონერ პარლამენტარს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ დეპუტატებს მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს ემი ნდიაიესთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი CFA ფრანკის ($8 100) გადახდა დააკისრა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რომ ნდიამ ოპოზიციონერი რელიგიური მოღვაწე გააკრიტიკა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის სამბი ნდიაიესთან და სახეში ურტყამს. შემდეგ ნდიაიე მას სკამის სროლით პასუხობს, ამავდროულად, მეორე კაცი მას მუცელში ფეხს ურტყამს.

თავდასხმის შემდეგ ნდიაიემ გონება დაკარგა. არსებობდა ბავშვის დაკარგვის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მან საავადმყოფო დატოვა, ის „კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, - განუცხადა მისმა ადვოკატმა, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.

ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, ნიანგისა და სამბის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ მათ კლიენტებს ნდიაიეზე ფიზიკურად არ უძალადიათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს