ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთში სამართალდამცველები პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სახლში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებში დილიდან ჩხრეკას ატარებენ. ინფორმაცია მედიას პარტიის პრესმდივანმა ივეტა ტონოიანმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთში სამართალდამცველები პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სახლში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებში დილიდან ჩხრეკას ატარებენ. ინფორმაცია მედიას პარტიის პრესმდივანმა ივეტა ტონოიანმა…

სომხეთში სამართალდამცველები პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სახლში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებში დილიდან ჩხრეკას ატარებენ. ინფორმაცია მედიას პარტიის პრესმდივანმა ივეტა ტონოიანმა დაუდასტურა.

ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები წარუკიანის კუთვნილ ერევნის კონიაკის, ღვინისა და არყის კომბინატ „არარატშიც“ მივიდნენ. ქარხნის მუშები სახლებში გაუშვეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ჩხრეკა 70-ზე მეტ მისამართზე, ათზე მეტი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება. უწყებას სხვა დეტალები არ გაუჟღერებია. მედიის ინფორმაციით, საუბარია სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით არის აღძრული.

გაგიკ წარუკიანი სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2026 წლის ივნისის არჩევნებზე მისმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმების 3,9% მიიღო და პარლამენტში შესვლა ვერ შეძლო.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება წარუკიანის კუთვნილი ქარხნის, „არარატცემენტის“ ნაციონალიზაციას გეგმავს. თავად ბიზნესმენს მან „მაფიის“ წევრი უწოდა.

ივნისის ბოლოს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით, ნება დაერთო წარუკიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. ცესკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით აღიძრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს