ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მარკ რუტე – უკრაინა ცვლის ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკას, მათ სჭირდებათ ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, ყველა მოკავშირემ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა

მარკ რუტე – უკრაინა ცვლის ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკას, მათ სჭირდებათ ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, ყველა მოკავშირემ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიან და უკვე უახლოვდებიან მშპ-ის 5%-იან მიზანს. რუტეს თქმით, პროგრესი უკვე თვალს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიან და უკვე უახლოვდებიან მშპ-ის 5%-იან მიზანს. რუტეს თქმით, პროგრესი უკვე თვალს…

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიან და უკვე უახლოვდებიან მშპ-ის 5%-იან მიზანს.

რუტეს თქმით, პროგრესი უკვე თვალსაჩინოა.

„აქ, ანკარაში, ველოდები, რომ ქვეყნებმა წარმოადგინონ მკაფიო, კონკრეტული და სანდო გეგმები, რათა 5%-იან მიზანს მივაღწიოთ. ის პროგრესი, რასაც ვხედავთ, ძალიან შთამბეჭდავია“, – აღნიშნა რუტემ.

რუტეს განცხადებით, ერთ წელიწადში წევრმა ქვეყნებმა შეძლეს მნიშვნელოვანი ზრდა და უკვე დაახლოებით მშპ-ის 4%-ს ხარჯავენ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

მარკ რუტემ აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს თავდაცვაზე. მისი თქმით, 2025–2026 წლების პერიოდში დამატებითი ინვესტიციები დაახლოებით 258 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამასთან, რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

„უკრაინა ცვლის ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკას. მათ სჭირდებათ ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. რუსეთი აგრძელებს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე. უკრაინა აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, მოკავშირეებმა და ნატო-ს პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება. მოდით ნათლად განვაცხადოთ- ყველა მოკავშირემ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა“, – განაცხადა რუტემ.

​ცნობისთვის, 7-8 ივლისს ანკარაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს