ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა

უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოში რუსი დიპლომატი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში, აზერბაიჯან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოში რუსი დიპლომატი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში, აზერბაიჯან…

უკრაინაში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოში რუსი დიპლომატი უკრაინის ნიკოლაევის ოლქში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია „სოკარის“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო დაიბარეს.

„ასეთი ინციდენტების გაგრძელება, განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, ამ თავდასხმების განზრახ ხასიათზე მიუთითებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანი ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობები როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს