ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლე…

სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლებში წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა მასშტაბური ფინანსური დანაშაული, რომელიც მოიცავს თაღლითობას, საბაჟო დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 21 მილიონ დოლარს აღემატება.

„მათ მიზანმიმართულად გააყალბეს საბაჟო დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები და მოპარული ქონება გადამალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, ცალკე ეპიზოდში საუბარია საწვავის იმპორტთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზეც, რომლის შედეგადაც დაახლოებით 934 000 დოლარის უკანონო შემოსავალი იყო მიღებული. წარუკიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს