ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები - ტყის მასშტაბურ ხანძრებს სამხრეთ ევროპის ექვსი ქვეყანა ებრძვის

ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები - ტყის მასშტაბურ ხანძრებს სამხრეთ ევროპის ექვსი ქვეყანა ებრძვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 700 მეხანძრე, 200 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდი - საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანთან, მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

700 მეხანძრე, 200 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდი - საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანთან, მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო…

700 მეხანძრე, 200 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდი - საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანთან, მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ხელისუფლებამ რეგიონში ჯერ საფრთხის მაქსიმალური დონე, შემდეგ კი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. საკუთარი სახლების დატოვება 10 000-მდე ადამიანს მოუწია. სტიქიამ 4500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი უკვე გაანადგურა.

რთული ვითარებაა მეზობელ ესპანეთშიც. კატალონიისა და ვალენსიის რეგიონებში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ასობით მეხანძრე და მაშველი ცდილობს. სამუშაოებს რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

სტიქიის მასშტაბების გამო, პორტუგალიამ საერთაშორისო დახმარებაც მოითხოვა. ლისაბონმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა. ადგილზე უკვე ჩავიდა ესპანეთის სამხედრო საგანგებო რეაგირების ქვედანაყოფი - 120 მაშველი და 30 ერთეული ტექნიკა. სამაშველო ოპერაციაში იტალიიდან და ესპანეთიდან სამი სპეციალური თვითმფრინავიც ჩაერთო. საერთო ჯამში, პორტუგალიაში სტიქიას 1300-ზე მეტი მაშველი ებრძვის.

ექსპერტების განმარტებით, ხანძრების გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი ერთობლივად განაპირობებს - მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და კლიმატის ცვლილება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს