ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ევროპის ქვეყნებში ანომალიურ სიცხესთან ერთად ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - პორტუგალიაში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია

ევროპის ქვეყნებში ანომალიურ სიცხესთან ერთად ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - პორტუგალიაში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სიცხემ და ძლიერმა ქარმა კრიტიკული ვითარება შექმნა საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეებში, ცეცხლმა უკვე 4 500 ჰექ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სიცხემ და ძლიერმა ქარმა კრიტიკული ვითარება შექმნა საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეებში, ცეცხლმა უკვე 4 500 ჰექ…

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სიცხემ და ძლიერმა ქარმა კრიტიკული ვითარება შექმნა საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეებში, ცეცხლმა უკვე 4 500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. მაშველები მესამე დღეა კერების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. საფრთხის გამო, 26 კომუნიდან 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

რთული ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც. პორტუგალიაში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია, მთავრობამ ნაწილობრივ აკრძალა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა.

ცეცხლის ქრობაში უკვე ჩაერთო ესპანეთის სამხედრო ქვედანაყოფი და იტალიის ავიაცია. ესპანეთში კი, კატალონიის რეგიონში, დამწვარია 2 200 ჰექტარი ტყე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს