ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ილჰამ ალიევი – დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში

ილჰამ ალიევი – დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრისა და…

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრისა და ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ სტივ დეინსის მიღებისას განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ, თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტკიცებით, ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის.

ალიევმა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების თვალსაზრისით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სენატორმა სტივ დეინსმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო დროს წარმატებით ვითარდება და ხაზი გაუსვა, რომ გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

სტივ დეინსმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხში მისი ლიდერობისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს