ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანმა, საგამოძიებო კომიტეტი ხუთი საათის შემდეგ დატოვა . „ბრალდებები სრულიად შეთითხნილია, ეს არის ტყუილი, ფარსი, ყველაფერი გაირკვევა“, – განუცხადა წარუკი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანმა, საგამოძიებო კომიტეტი ხუთი საათის შემდეგ დატოვა . „ბრალდებები სრულიად შეთითხნილია, ეს არის ტყუილი, ფარსი, ყველაფერი გაირკვევა“, – განუცხადა წარუკი…

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანმა, საგამოძიებო კომიტეტი ხუთი საათის შემდეგ დატოვა.

„ბრალდებები სრულიად შეთითხნილია, ეს არის ტყუილი, ფარსი, ყველაფერი გაირკვევა“, – განუცხადა წარუკიანმა საგამოძიებო უწყების წინ შეკრებილ ხალხს, რომელიც სკანდირებდა: „ჩვენ შენთან ვართ, წარუკიან“.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ წარუკიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა სასამართლოში ღამით წარადგინეს.

6 ივლისს საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტის ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მტკიცებულებებია მოპოვებული, რაც მიუთითებს, რომ გაგიკ წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, 2022-დან 2024 წლამდე მასშტაბური თაღლითობა და ფულის გათეთრება ჩაიდინა. წარუკიანის ადვოკატმა ბრალდებებს აბსურდული და სასაცილო უწოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს