ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ჰაკან ფიდანი – თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს

ჰაკან ფიდანი – თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო ს…

თურქეთი აპირებს, ანკარაში სამიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თბილი ურთიერთობები ნატო-ს შიგნით არსებული უთანხმოებების დასაძლევად გამოიყენოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ერდოღანის ურთიერთობამ ტრამპთან შესაძლოა, ნატო-ს შიგნით არსებული დაძაბულობის შემსუბუქებას შეუწყოს ხელი.

„ბატონი ტრამპისთვის ეს უბრალოდ ნდობისა და მეგობრობის საკითხია“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თურქეთი აპირებს, „ეს მეგობრობა გამოიყენოს საერთო საქმისა და მთელი ნატო-ს ოჯახის საკეთილდღეოდ“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მუქარამ ნატო-ში აშშ-ის როლის შემცირების ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საერთოდ გასვლის შესახებ სხვა წევრები აიძულა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი ვარიანტები მოეძებნათ.

ამასთან, მედიის ცნობით, ტრამპმა ასევე დაადანაშაულა ნატო-ს მოკავშირეები არალოიალურობაში იმის გამო, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რასაც ამ პარტნიორებიდან ბევრი ეწინააღმდეგებოდა. ნატო-ს ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის მისამართით პირდაპირი კრიტიკის მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს თბილ ურთიერთობებს ერდოღანთან და მას „მეგობარსა“ და „დიდ ლიდერს“ უწოდებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს