ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

უკრაინული მედია – მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს

უკრაინული მედია – მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს . უკრაინული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყარო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს . უკრაინული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყარო…

მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყაროების ცნობით, ქალი მოკლეს. ის უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1-ელ ივლისამდე.

სამართალდამცავი ორგანოების კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ საქმეზე ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ერთი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.

29 ივნისს მონაკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი.

3 ივლისს ინტერპოლმა ოფიციალურად გამოაცხადა ძებნა უკრაინის მოქალაქე ანასტასია ბერეზოვსკაიაზე. იგი ეჭვმიტანილია მონაკოში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში, რომლის აფეთქების შედეგადაც დაშავდნენ სანქცირებული ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები. 4 ივლისს ერმოლაევი გონს მოვიდა და კომიდან გამოვიდა. მონაკოში აფეთქების შემდეგ მისი მკურნალობის პროცესი გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს