ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

სერგეი ლავროვი – ტყუილია ნატო-ს განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომში არ არიან

სერგეი ლავროვი – ტყუილია ნატო-ს განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომში არ არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატო-ს განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომში არ არიან, ტყუილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა . როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროპელი და ამერიკელი სამხედრო პერსონალის პირდაპირი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატო-ს განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომში არ არიან, ტყუილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა . როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროპელი და ამერიკელი სამხედრო პერსონალის პირდაპირი…

ნატო-ს განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომში არ არიან, ტყუილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, ევროპელი და ამერიკელი სამხედრო პერსონალის პირდაპირი მონაწილეობით, კიევს მიეწოდება იარაღი, დაზვერვა და თანამგზავრული დახმარება, ასევე მონაცემები, რომლებიც აუცილებელია რუსეთის მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის დამიზნებისა და პროგრამირებისთვის.

ლავროვის თქმით, ნატო-ს სწრაფვა მილიტარიზაციისკენ ერთ დღეს ამ რბოლაში დამარცხებით დასრულდება.

„როგორ დასრულდება ეს? ეს აუცილებლად დასრულდება ოდესმე. მათ თუ სურთ უკიდურესად მილიტარიზაცია, ეს ყველაფერი დამარცხებით დასრულდება უპირატესობისთვის ბრძოლაში“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპას აღარ შეუძლია, დამალოს ევროპული ეკონომიკის, მათ შორის გერმანიის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა.

„როდესაც სოციალური სფერო სერიოზულად ზარალდება, შეღავათები მცირდება, როდესაც სამოქალაქო ეკონომიკა ევროპიდან შეერთებულ შტატებში გარბის, მათ შორის იქ, სადაც პირობები ბიზნესისთვის გაცილებით ხელსაყრელია“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს