ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, მე ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე, პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან

ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, მე ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე, პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შევხვდი შალვა პაპუაშვილს, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე, ბევრი რამ ვისწავლე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შევხვდი შალვა პაპუაშვილს, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე, ბევრი რამ ვისწავლე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს…

ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შევხვდი შალვა პაპუაშვილს, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ასევე, ბევრი რამ ვისწავლე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობების გაძლიერება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები კარგია, როგორც ქვეყნებს შორის უერთიერთობებისთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის, კავკასიის რეგიონისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ყველა სხვა რეგიონის ურთიერთდაკავშირებისთვისაც.

„მჯერა, რომ არსებობს რაღაცები, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოცნებები ჩვენი ევროკავშირის გზის, ევროინტეგრაციის პროცესის დასრულებაზე, რადგან ვიცი, რომ მომდევნო ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში სრულუფლებიანი წევრი ქვეყნები არ გავხდებით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა შევქმნათ ჩვენი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების ხარისხი, რომ მივიღოთ რაღაც ევროკავშირისგან, რაც შეიძლება იყოს უნიკალური ბაზარი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ღია საზღვრებს. სწორედ ეს არის ის რეალური სარგებელი, რომლის მიღწევაც შეგვიძლია ჩვენი ერების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ერთ დღეს ჩვენ ყველანი ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ ეს ძალიან მალე არ მოხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან რაციონალურები, ძალიან რეალისტები, და ვფიქრობ, რომ ეს ახალი მიდგომა, რომელიც კანცლერმა, მერცმა და პრეზიდენტმა, მაკრონმა წამოიწყეს, შეიძლება იყოს კარგი გზა, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს ბიუროკრატიული ფორმალობები არ აინტერესებთ, მათ საკუთარი ცხოვრება აწუხებთ, მათი შვილების მომავალი აწუხებთ. სწორედ ეს არის ის, რაზეც ხალხი ღელავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება, რათა მივაღწიოთ ამ მიზნებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს