ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა - აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ

დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა - აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთში, ანკარაში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტი გაიმართება. როგორც CNN -ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში ჩასვლისას განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთში, ანკარაში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტი გაიმართება. როგორც CNN -ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში ჩასვლისას განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ გამ…

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთში, ანკარაში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტი გაიმართება. როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტს ანკარაში ჩასვლისას განსაკუთრებული პატივით დახვდნენ.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ გამართულმა მიღებამ, ხაზი გაუსვა ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მჭიდრო კავშირებს.

წითელი ხალიჩის ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტს ეტიმესგუტის ავიაბაზაზე ტრადიციასთან კავშირის გამო სპეციალური, ფირუზისფერი ლურჯი ხალიჩა დახვდა, სადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენლები იდგნენ.

ერდოღანი ტრამპს ასაფრენ ბილიკზე ელოდებოდა, რაც ორი ლიდერის ურთიერთობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ტრამპმა არაერთხელ მოიხსენია ერდოღანი, როგორც "მეგობარი".

თეთრი სახლის ცნობით, ჩასვლისთანავე ტრამპს ასევე დახვდნენ აშშ-ის ელჩი თურქეთში და სირიასა და ერაყში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ტომ ბარაკი, აშშ-ის ელჩი ნატოში მეტ უიტაკერი და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს