ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოკავშირეებს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა . როგორც უკრაინის ლიდერმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოკავშირეებს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა . როგორც უკრაინის ლიდერმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოკავშირეებს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინის ლიდერმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, Patriot-ის ტიპის რაკეტები მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ აქვს. რაკეტების მარაგი სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც აქვთ.

„გვესმის, თუ რომელ ჩვენს მეგობარს, სხვათა შორის, არა მხოლოდ ამერიკელებს, აქვს ასეთი შესაძლებლობები. ჩვენ ის [რაკეტები] ძალიან გვჭირდება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველამ ნახეთ რუსული დარტყმები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობები მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე ჯარისკაცების დასაცავად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის სისუსტეს, ჩვენ მას ვგრძნობთ. საჭიროა მეტი წნეხი, მეტი ანტიბალისტიკური რაკეტა და მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს