ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე: „ვნახოთ“

ტრამპი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე: „ვნახოთ“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა , აპირებს თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დამატებით შემცირებას. აღნიშნული განცხადება მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრისას ანკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა , აპირებს თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დამატებით შემცირებას. აღნიშნული განცხადება მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრისას ანკ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დამატებით შემცირებას.

აღნიშნული განცხადება მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრისას ანკარაში ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების კიდევ უფრო შემცირებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს მიმართ კრიტიკაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ სამიტზე დასწრებაზე უარის თქმასაც განიხილავდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატოთი. სიმართლე რომ ვთქვათ, ის რომ თურქეთში არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან ძლიერი ლიდერი და პიროვნებაა, სავარაუდოდ მე მასში მონაწილეობას არ მივიღებდი. ჩავთვალე, რომ უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან ვიცი, რამდენი გააკეთა მან ამისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის განცხადებები ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომავალთან დაკავშირებული კითხვების ფონზე გაკეთდა. გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კერძო საუბრებში განიხილა ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით ერთი მესამედით შემცირების შესაძლებლობა. წყაროების თქმით, ამის მიზეზი მისი უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში არ ჩაერთნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს