ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

დონალდ ტრამპი – ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არ დავსწრებოდი

დონალდ ტრამპი – ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არ დავსწრებოდი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , რომ ნატო-თი იმედგაცრუებულია. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატო-თი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , რომ ნატო-თი იმედგაცრუებულია. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატო-თი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-თი იმედგაცრუებულია.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატო-თი. გულახდილად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არც დავსწრებოდი,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამიტის თურქეთში გამართვა დიდი მოვენაა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ს არავის დახმარება სჭირდება.

„ჩვენ კარგად არ მოგვექცნენ იმის გამო, რაც ირანში გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება, მე მათი დახმარება არც კი მინდოდა,“ – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მ ნატო-ში „ტრილიონობით დოლარის“ ინვესტიცია ჩადო სხვა ქვეყნების, ასევე კანადის დასაცავად.

„მე ვამბობ, რომ ეს კარგია, იფიქრებდი, რომ ისინი დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ რამეს ჩვენს დასახმარებლად, მათ კი ეს რეალურად არ გააკეთეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გაიხსენა კირ სტარმერის ქმედებები, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 22 ივნისს გადადგა.

„კირ სტარმერი უკვე აღარ არის თანამდებობაზე, ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. მან თქვა – „არა, ჩვენ ომის დასრულების შემდეგ დაგეხმარებით“. მე ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა არანაირი დახმარება. გარკვეულწილად, მე ხალხს ვცდიდი, რათა დამენახა, იქნებოდნენ თუ არა ისინი ჩვენს გვერდით“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს