ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

Bloomberg: ირანი სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის საჭირო რაკეტებს, სავარაუდოდ, რუსეთისგან იღებდა

Bloomberg: ირანი სამხედრო პოტენციალის აღდგენისთვის საჭირო რაკეტებს, სავარაუდოდ, რუსეთისგან იღებდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანმა რვაკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს საკუთარი სარაკეტო არსენალი აღადგინა და, სავარაუდოდ, ახალი შეიარაღება რუსეთისგან მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლეთის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანმა რვაკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს საკუთარი სარაკეტო არსენალი აღადგინა და, სავარაუდოდ, ახალი შეიარაღება რუსეთისგან მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლეთის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრ…

ირანმა რვაკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს საკუთარი სარაკეტო არსენალი აღადგინა და, სავარაუდოდ, ახალი შეიარაღება რუსეთისგან მიიღო. ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლეთის დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, თეირანს ომამდელ პერიოდთან შედარებით შეიარაღების 75% დარჩა. მან მარაგების სწრაფად შევსება შეძლო და, სავარაუდოდ, ახლად გამოშვებული რუსული რაკეტები მიიღო.

აღნიშნული მონაცემები არ ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც თეთრი სახლის ლიდერი ამტკიცებდა, რომ ირანს რაკეტების 21%-დან 22%-მდე მარაგი დარჩა. მარტში საუბარი 60%-ზე იყო.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ზავამდე ირანმა 1 850 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის ათასობით დრონი გაუშვა. გამშვები დანადგარების ნაწილი განადგურდა, მაგრამ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი კომპლექსებისა და იარაღის საწყობების გაწმენდა ირანმა უკვე მოასწრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს