ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მარტა კოსი – სომხური გარგრისგან ჯემი მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს

მარტა კოსი – სომხური გარგრისგან ჯემი მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგრისგან მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგრისგან მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმი…

ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგრისგან მოვამზადე, გარგარი იმ ცვლილების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, გასულ თვეში, სომხეთში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას ემხრობიან.

„რუსეთი ცდილობდა არჩევნებზე გავლენის მოხდენას სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. საპასუხოდ, ევროკავშირმა სომხეთს ხელი შეუწყო და თავისი ბაზარი ამ პროდუქციის დიდი ნაწილისთვის გახსნა. სწორედ ამიტომ, როდესაც გასულ კვირაში სომხეთში ვიყავი, ბრიუსელში სომხური გარგრით დიდი კალათით დავბრუნდი. მათი დიდი ნაწილი მეგობრებს ვაჩუქე, დარჩენილი კი ჯემად ვაქციე. მეგობარმა ჯემს შეხედა და თქვა: „თავისუფლების ქილები“. ვფიქრობ, ეს ლამაზი ნათქვამია. სუპერმარკეტში წასვლისას, ყურადღება მიაქციეთ სომხურ გარგარს, ქლიავს ან ალუბალს. ეს არის შესაძლებლობა, მცირედით დაეხმაროთ სომეხ ფერმერებს და მხარი დაუჭიროთ მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს“, – წერს მარტა კოსი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს