ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს

ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა , რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა , რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირები შესაძლოა ელოდეს. უახლოეს დღეებში პორტუგალიასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 43°C-ს მიაღწიოს.

ორშაბათს კლუგემ რეგიონის 41 ქვეყნის, ევროკომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ივნისის სიცხის ტალღიდან მიღებული გაკვეთილები და მომდევნო კრიზისისთვის მზადყოფნა განეხილათ.

კლუგეს თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამოქმედო გეგმები ჰქონდათ, მოსახლეობის დაცვა გაცილებით ეფექტურად შეძლეს. თუმცა, საგანგაშოა, რომ ჯანმოს ევროპის წევრი სახელმწიფოების ნახევარზე ნაკლებს მსგავსი გეგმა არ გააჩნია.

20-28 ივნისის პერიოდში დაფიქსირებული სიცხის ტალღა ექსპერტების შეფასებით ყველაზე მძიმე იყო ევროპის ისტორიაში. საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში უკვე დაფიქსირდა 3 700-ზე მეტი ჭარბი სიკვდილიანობის შემთხვევა, თუმცა ხელისუფლება აფრთხილებს, რომ ეს მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გაიზარდოს. ექსტრემალურმა სიცხემ დააზიანა ინფრასტრუქტურა და გადატვირთა ჯანდაცვის სისტემები.

ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების სრულყოფილი დახმარება, როგორებიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები, უსახლკარო ადამიანები და სოციალურად იზოლირებული ხანდაზმულები. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ექსტრემალური ტემპერატურები თითქმის დანამდვილებით კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს