ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: შეშფოთება იზრდება, ვინაიდან ზელენსკი სანქციებს კრიტიკოსებისა და ყოფილი მოკავშირეების დასასჯელ ინსტრუმენტად აქცევს

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: შეშფოთება იზრდება, ვინაიდან ზელენსკი სანქციებს კრიტიკოსებისა და ყოფილი მოკავშირეების დასასჯელ ინსტრუმენტად აქცევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 7 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ კანონმდებელს, ბორისლავ ბერეზას, ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა აკავშირებდა მას რუსეთთან ან რა საფრთხეს უქმნიდა ის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ საერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

7 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ კანონმდებელს, ბორისლავ ბერეზას, ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა აკავშირებდა მას რუსეთთან ან რა საფრთხეს უქმნიდა ის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ საერ…

7 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ კანონმდებელს, ბორისლავ ბერეზას, ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა აკავშირებდა მას რუსეთთან ან რა საფრთხეს უქმნიდა ის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ საერთოდ აკავშირებდა რამე? - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ბერეზას საჯაროდ არასდროს გამოუხატავს რუსეთისადმი რაიმე სახის სიმპათია და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პროდასავლელ პოლიტიკოსად და ბლოგერად რჩებოდა.

სანქციები, რომლებიც უკრაინამ 2014 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც მოსკოვთან და მის მარიონეტებთან ბრძოლის ინსტრუმენტი.

ეს სანქციები აუცილებლად მიიჩნეოდა, რადგან რუსი ჩინოვნიკები და უკრაინიდან გაქცეული პრორუსული განწყობის პირები უკრაინული მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელნი იყვნენ. ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და კრემლის მოკავშირეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავაც რჩება რუსული აგრესიის აღკვეთის მნიშვნელოვან მეთოდად.

თუმცა, კრემლის საწინააღმდეგო სანქციების გარდა, ზელენსკი სულ უფრო ხშირად იყენებს სანქციებს უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ - ეს არის სამართლებრივად საეჭვო პრაქტიკა, რომელიც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა კრიტიკოსებისა და ოპონენტების დასასჯელ საშუალებად იქცეს.

მათგან ბევრი არ არის პრორუსული და მათი ერთადერთი „დანაშაული“, როგორც ჩანს, ზელენსკის ადმინისტრაციისადმი ოპოზიციურ განწყობაში მდგომარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს