ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა

AXIOS: ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა თურქეთში, ნატოს სამიტის დროს დაამტკიცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა , რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა. ტრამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა , რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა. ტრამ…

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დარტყმის გეგმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანება თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს გასცა.

ტრამპმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვედრა გამართა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ხაზინის მდივანთან სკოტ ბესენტთან, რომლებიც მასთან ერთად თურქეთში საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც აგრეთვე ნატოს სამიტზე თურქეთში იმყოფებოდნენ, წერს AXIOS-ი.

„ეს პასუხი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტებთან, რომლებიც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებულ, მშვიდობიან გემებზე განახორციელა. ირანელებმა იციან მათი სასაცილო ქმედებების შედეგები, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს ამ თავდასხმების განხორციელება“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე იერიშები მიიტანეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, იერიშები მიზნად ისახავდა ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს